სლუცკი: "ხვიჩას ერთი საათი მეტია, ვიდრე მხოლოდ ერთი საათი"

14-09-2021, 16:13

როგორც იცით, ყაზანის "რუბინმა" გუშინ რუსეთის პრემიერლიგის მეშვიდე ტურის მატჩი გამართა და "ურალი" გაანადგურა, ანგარიშით 4:0.

შეხვედრა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო ტრავმახლადმოშუშებულმა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც ჯერ პირველი გოლში მიითვალა ასისტი, მერე კი მეორე გოლშიც დიდი წვლილი შეიტანა.

ხვიჩას შესახებ "რუბინის" თავკაცმა, ლეონიდ სლუცკიმ ისაუბრა.

"მატჩი ორი სწრაფი გოლით დავიწყეთ და ბუნებრივია, ამან მის მიმდინარეობაზე გავლენა იქონია. 

მინდოდა თუ არა მარცხენა ფლანგის გაძლიერება? ჩემთვის რომ ეთქვათ, ეს რომელი ფეხბურთელით გამეკეთებინა, რჩევას ყურს ვუგდებდი. 

სამოშნიკოვის მდგომარეობა? ამაზე ჯერ ვერაფერს გეტყვით (სამოშნიკოვი 78-ე წუთზე დაიმტვრა).

ხვიჩამ და დესპოტმა ერთი საათი გაატარეს მინდორზე და ეს მხოლოდ ერთი საათი არაა. ეს იმაზე მეტია, რასაც ველოდებოდით,"
- თქვა სლუცკიმ.

ცნობისთვის, კვარაცხელია მოედნიდან 62-ე წუთზე გაიყვანეს. 

რაც შეეხება "რუბინს", ყაზანელები მომდევნო შეხვედრას 20 სექტემბერს, "დინამო მოსკოვის" წინააღმდეგ ჩაატარებენ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით