ნევილი: "რონალდუმ მანჩესტერი გააცოცხლა"

14-09-2021, 19:00

Sky Sports-თან ინტერვიუში გარი ნევილმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ რა შეცვალა რონალდუს გუნდში გადმოსვლამ.

"მატჩამდე ქალაქის ცენტრში გავედი და ის ასეთი ცოცხალი 10 წლის განმავლობაში არ მინახავს, რონალდუს გადმოსვლამ ქალაქი გააცოცხლა.

სელფორდში ვიყავი, როდესაც რონალდუს გოლის შესახებ გავიგე და იმის წარმოდგენაც კი რთული იყო, თუ როგორი ატმოსფერო იქნებოდა სტადიონზე და ქალაქში."- განაცხადა ნევილმა.

რონალდუს შესანიშნავი დებიუტი გამოუვიდა, მან "ნიუკასლის" კარი ორჯერ დალაშქრა და გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით