რონალდუ: "ყველაფერს გავაკეთებთ წარმატებული წინსვლისთვის"

14-09-2021, 21:00

კრიშტიანო რონალდუმ თავის სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა სადაც გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.

"ჩვენი გონება უკვე ჩემპიონთა ლიგის მატჩისკენ არის მიპყრობილი, მაგრამ მანამდე გულშემატკივრებს მინდა მადლობა გადავუხადო ოლდ ტრაფორდზე საოცარი დახვედრისთვის. შესანიშნავმა ატმოსფერომ და მხარდაჭერამ საქმე ცოტათი გაგვიმარტივა.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ წარმატებული სვლა განვაგრძოთ."- დაწერა რონალდუმ.

დღეს "მანჩესტერ იუნაიტედი" "იანგ ბოისს" დაუპირისპირდება და რონალდუ კვლავ შეეცდება საკუთარი გოლების რაოდენობა გაზარდოს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით