კიმიხი გვარდიოლაზე: "მან მაჩვენა ისეთი სივრცე, რომელიც ჩემთვის არ არსებობდა"

14-09-2021, 18:30

მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველმა იოზუა კიმიხთან El Pais-თან ყოფილი დამრიგებელი პეპ გვარდიოლას შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა.

"როდესაც პეპ გვარდიოლა მწვრთნიდა, ძალიან ახალგაზრდა, მეორე დივიზიონიდან ახლადგადმოსული 20 წლის ბიჭი ვიყავი.

მან ისეთ პოზიციებზე მათამაშა, რომლებზეც იქამდე ნათამაშები არ მქონდა და არც კი ვიცოდი როგორ მეთამაშა. მან ასევე მაჩვენა მოედანზე ისეთი სივრცეები, რომლებიც ჩემთვის იქამდე არ არსებობდა", - განაცხადა კიმიხმა.

26 წლის ფეხბურთელი ამჯამად "რეკორდმაისტერის" და გერმანიის ნაკრების ვარსკვლავია და თავის პოზიციაზე ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ მიიჩნევა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით