სუპერკომპიუტერმა "ბაიერნისა" და "ბარსელონას" მატჩის ფავორიტი დაასახელა

14-09-2021, 18:37

FiveThirtyEight საინტერესო პლატფორმაა, რომელიც გვთავაზობს კომპიუტერის ანალიზის შედეგებს სხვადასხვა ტურნირებზე.

დღეს ჩემპიონთა ლიგა იწყება, ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი კი მიუნხენის "ბაიერნსა" და "ბარსელონას" შორის გაიმართება. სუპერკომპიუტერმა ამ მატჩის პროგნოზი გააკეთა.

შეხვედრაში გამარჯვების ფავორიტი ბუნებრივია "რეკორდმაისტერია", რომლის გამარჯვებაც 41%-ით ფასდება, "ბლაუგრანას" გამარჯვება 38%-ით არის შეფასებული, ხოლო სუპერკომპიუტერის აზრით, იმის შანსი, რომ მატჩი ფრედ დასრულდეს, 21%-ია.

შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის დაპირისპირება დღეს, "კამპ ნოუზე" გაიმართება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით