ბეილს ტრავმის გამო შესაძლოა 1 თვე გაუცდეს

14-09-2021, 18:43

გარეთ ბეილმა მორიგი ტრავმა მიიღო.

როგორც ირკვევა, უელსელმა ფეხბურთელმა, რომელიც "სამეფო კლუბში" ზინედინ ზიდანის წასვლის შემდეგ დაბრუნდა, მუხლქვეშა მყესის ტრავმა მიიღო, რის გამოც შესაძლოა, საკმაოდ დიდი დრო გაუცდეს.

Cope იტყობინება, რომ ბეილის დაზიანება საკმაოდ სერიოზულია - მას ლაზარეთში ყოფნა 1-2 თვე მოუწევს. მასთან ერთად, ტრავმირებულია "რეალის" სხვა რამდენიმე ფეხბურთელიც, მათ შორის ფერლან მენდი და მარსელო.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით