რუმენიგე: "ფეხბურთი 1995 წლის შემდეგ არასწორ გზაზე დგას"

14-09-2021, 18:44

მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა კარლ ჰეინც რუმენიგემ თავისუფალი აგენტების დამატების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ წესს ფეხბურთი არასწორი გზისკენ მიჰყავს/

"ფეხბურთი 1995 წლის შემდეგ არასწორ გზაზე დგას, ეს "ბოსმენის წესის" დამსახურებაა.

ამ წესმა ხელფასებში, აგენტების საკომისიოებსა და სატრანსფერო თანხებში დიდი შეუსაბამობა გამოიწვია. ეს ყველაფერი ფეხბურთს აფუჭებს", - განაცხადა რუმენიგემ.

დღესდღეობით, მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები ახალ კლუბებს უმეტეს შემთხვევაში ძველი კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ უერთდებიან, რათა უკეთესი ხელფასი და ბონუსები მოითხოვონ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით