ავთანდილ ხურციძის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა

14-09-2021, 23:33

როგორც მოგეხსენებათ, ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე კრიმინალურ სამყაროსთან კავშირისთვის დაკავებული ციხეში რამდენიმე წლის განმავლობაში იჯდა.

წესითა და რიგით, მას საპატიმროში კიდევ რამდენიმე წელი უნდა გაეტარებინა, თუმცა იდეალური დისციპლინისა და ქმედებების გამო, მან შეწყალება მიიღო.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, ქართველმა სპორტსმენმა ამერიკის საპატიმრო უკვე დატოვა და დღეიდან თავისუფალია.

შეგახსენებთ, რომ დედამისის განცხადებით, ხურციძე საქართველოს სახელით ასპარეზობას არ აპირებს, რადგან პატიმრობის პერიოდში მას საქართველოს ხელისუფლებიდან არავინ დახმარებია.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით