რუსული პრესა - "სწორედ ამიტომ ვერ გადავა ხვიჩა გრანდში"

15-09-2021, 00:06

რუსეთის პრემიერლიგის მე-7 ტურში ყაზანის "რუბინმა" "ურალი" გაანადგურა (4-0), ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე კი 1 ასისტი იყო.

მატჩის შემდგომ, რუსულმა გამოცემა  THB-მ კვარაცხელიას მიმართ კრიტიკა არ დაიშურა.

თუ კვარაცხელიას მთელი კარიერის რუსეთში გატარება არ უნდა, მაგალითი დრეიერისგან უნდა აიღოს,, რომელმაც შესაძლოა, კვარა მალევე დაჩრდილოს. მართალია, დრაიერს ქართველის დონის დრიბლინგი არ აქვს, მაგრამ სხვა ყველაფერი კარგად გამოსდის. ის ასისტიც, რომელიც კვარამ მიითვალა, სწორედ დანიელმა გარდაქმნა გოლად.

ქართველ გარემარბს ბურთი ხშირად ეჭირა და ის ბევრჯერაც დაკარგა, რამაც გამოაჩინა, რატომ ვერ გადაბარგდება კვარაცხელია ევროპულ გრანდში
", - წერს TBH.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით