"ბარსელონა" 0:3 "ბაიერნი" - უარესი, ვიდრე 2:8

15-09-2021, 00:59

"ბარსელონას" მიუნხენის "ბაიერთან" წაგება ნამდვილად არ უკვირს, თუმცა ის, რაც გულშემატკივარმა "კამპ ნოუზე" იხილა, მაინც წარმოუდგენელი გახლდათ.

საქმე იმაში მდგომარეობს, რომ კატალონიურმა გრანდმა ვერ შეძლო მეტოქის კარში ბურთი ერთხელ მაინც დაერტყა!

"ბლაუგრანას" ფეხბურთელები ძალიან უსუსურად გამოიყურებოდნენ და საბოლოო შედეგი სავსებით ლოგიკური გახლდათ.

ბავარიელებმა "ბარსას" კარის პირველად აღება 34-ე წუთზე მოახერხეს, როცა თომას მიულერის დარტყმული ერიკ გარსიას მოხვდა და ბადეში აღმოჩნდა.

რაც შეეხება დანარჩენს, რობერტ ლევანდოვსკიმ 56-ე წუთზე შეაგდო, რომელმაც ნახევარ საათში დუბლიც გაიფორმა.

მართალია, "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" ამჯერად მხოლოდ ორბურთიანი სხვაობით წააგეს, მაგრამ მათმა თამაშმა იმაზე დამთრგუნველი შთაბეჭდილება დატოვა, ვიდრე 2020 წელს წაგებულმა 2:8-მ.

ისე კი შეგახსენეთ, რომ "ბლაუგრანას" ჩემპიონთა ლიგის მომდევნო მატჩი 28 სექტემბერს, ლისაბონის "ბენფიკას" წინააღმდეგ ელოდება.

ლისაბონელები დღევანდელ შეხვედრაში "დინამო კიევთან" მინიმალური სხვაობით დამარცხდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯგუფში "ბარსელონა" ახლა ბოლო ადგილზეა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით