ბრუნოს და კრიშტიანუ რონალდუს პირველი კომენტარები მატჩის შემდეგ

15-09-2021, 01:12

ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მატჩი დაიწყო ისე, როგორც "მანჩესტერ იუნაიტედის" ყველა ქომაგი ისურვებდა - ბრუნო ფერნანდეშის პასი, კრიშტიანუ რონალდუს გოლი.

თუმცა, გაგრელება კოშმარული გამოდგა და "იუნაიტედი" შვეიცარიაში, "იანგ ბოისთან" 10 კაცით დაეცა.

აარონ ვან-ბისაკას მოედნიდან გაძევების შემდეგ გუნდს ძალიან გაუჭირდა და საბოლოოდ, "წითელი ეშმაკები" დამარცხდნენ.

"ეს რა იყო შედეგი, რომელსაც ვისურვებდით, თუმცა ახლა ენერგიის აღდგენის და შემდეგ მატჩზე ფოკუსირების დროა", - წერს რონალდუ სოციალურ ქსელში.

მსგავსი შინაარსის პოსტი განათავსა ბრუნომაც - "დამწუხრებულები ვართ, რადგან ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის პირველი მატჩი ვერ მოვიგეთ. რეაქცია უნდა გამოვხატოთ და კვირას მოედანს დავუბრუნდეთ."

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით