რატომ გაიყვანა სულშერმა რონალდუ მოედნიდან - ნორვეგიელის პასუხი

15-09-2021, 01:13

"მანჩესტერ იუნაიტედისთვის" ჩემპიონთა ლიგა კატასტროფულად იწყება, "წითელმა ეშმაკებმა" პირველივე ტურის მატჩი დათმეს.

"იანგ ბოისთან" დაპირისპირება ინგლისელებმა კარგად დაიწყეს და კრიშტიანუ რონალდუს გოლით დაწინაურდნენ კიდეც.

პირველი ტაიმის შუა წელში, აარონ ვან-ბისაკამ წითელი ბარათი მიიღო და გუნდი 10 კაცით დარჩა, მეორე ტაიმში კი მასპინძლებმა შეხვედრა შემოატრიალეს.

მატჩის 72-ე წუთზე, ოლე გუნან სულშერმა მოედნიდან კრიშტიანუ რონალდუ გაიყვანა, რის შესახებაც მას პრესკონფერენციაზეც ჰკითხეს.

"რონალდუს გაყვანა? მას ისევე უნდა მოვუაროთ, როგორც სხვა ფეხბურთელებს. 70 წუთი გასული იყო და მან შაბათსაც ბევრი ირბინა.", - განაცხადა ნორვეგიელმა სპეციალისტმა.

მარტივად მისახვედრია, რომ ოლემ 36 წლის ფეხბურთელს დასვენების საშუალება მისცა და არ სურს, რომ მოთამაშეები "გადაწვას".

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით