"იუვენტუსმა" ჩემპიონთა ლიგა "მალმიოსთან" გამარჯვებით დაიწყო

15-09-2021, 01:18

ტურინის "იუვენტუსმა" ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი შვედური "მალმიოს" სტუმრად განადგურებით, ანგარიშით 3:0 დაიწყო.

ანგარიში ალექს სანდრომ გახსნა. "ზებრების" უპირატესობა კი ალვარო მორატამ და პაოლო დიბალამ განამტკიცეს.

სხვათა შორის, "ბიანკონერიმ" სეზონის პირველი გამარჯვება მოიპოვა.

ტურინელებმა სამივე გოლი პირველ ტაიმში შეაგდეს. რაც შეეხება მეორე ტაიმს, ის პაოლო დიბალას გაცუდებული შანსითა და მოიზე კინის არჩათვლილი გოლით გამოირჩა.

ცნობისთვის, "იუვე" H ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს. ამ ჯგუფის მეორე შეხვედრა ლონდონში გაიმართა, სადაც "ჩელსიმ" სანქტ-პეტერბურგის "ზენიტს" რომელუ ლუკაკუს გოლით აჯობა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით