მაროკი: "რონალდუ "იუვეში" ამას თაკილობდა, "მანჩესტერში" კი სიამოვნებით აკეთებს"

16-09-2021, 17:00

"იუვენტუსის" ყოფილმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ კრიშტიანუ რონალდუს ერთი ფაქტი შეუმჩნია.

" ერთი რამ შევამჩნიე, კრიშტიანუნ თავის დებიუტში, "ნიუკასლის" წინააღმდეგ ცენტრ ფორვარდის პოზიციაზე თამაშობდა.

"ერთი შეხედვით ამაში უცნაური არაფერია, მაგრამ ეს ასე არ არის. იგი ყოველთვის თაკილობდა ამ პოზიციაზე თამაშს, როდესაც "იუვენტუსში" ირიცხებოდა. როდესაც მას წინ აყენებდნენ, ყოველთვის უარს აცხადებდა და მარხნივ გადადიოდა", - განაცხადა მაროკიმ.

კრიშტიანუს არაერთხელ უთქვამს, რომ იგი ცენტრ ფორვარდი არ არის და მარცხენა შემტევია. შესაბამისად, კარიერის დიდი ნაწილი სწორედ ამ პოზიციაზე დაჰყო.

თუმცა, "ნიუკასლთან" დუბლის გაფორმება სწორედ ცენტრ ფორვარდის ამპლუაშ შეძლო.

ამ ინტერვიუს პოპულარული იტალიური გამოცემა sky sport აქვეყნებს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით