დე ლიხტი "იუვეს" ტოვებს?! - რაიოლას მოულოდნელი განცხადება

18-09-2021, 16:00

როგორც მოგეხსენებათ, "იუვენტუსის" მცველით, მატიას დე ლიხტით, უამრავი ევროპული კლუბი ინტერესდება, მათ შორის "რეალიც".

მინო რაიოლამ, ნიდერლანდელის აგენტმა, მცველის მომავალზე ძალიან საინტერესო კომენტარი გააკეთა.

"დე ლიხტი? ის ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო მცველია. სეზონის ბოლოს შესაძლოა იუვე დატოვოს, სატრანსფერო ფანჯარა ასე მუშაობს,"-ამბობს რაიოლა.

აქვე გეტყვით, რომ მატიასს "ბებერ ქალბატონთან" კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში ეწურება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით