"იუვე" თანხას ამზადებს - "ზებრები" იანვარში "რეალის" ფეხბურთელის შეძენას გეგმავენ

18-09-2021, 17:43

როგორც მოგეხსენებათ, კრიშტიანუ რონალდუმ "იუვენტუსი" დატოვა და მას შემცვლელი აუცილებლად სჭირდება.

"ბიანკონერიმ" მოიყვანა მოიზე კინი, თუმცა ის არ არის საკმარისად კარგი, რომ პორტუგალიელი შეცვალოს.

Todofichajes-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბებერი ქალბატონი" "რეალის" შემტევის, ლუკა იოვიჩის, შეძენას იანვარშივე ეცდება.

წყაროს მტკიცებით, "ზებრები" უკვე თანხას ამზადებენ და ამ ტრანსფერის მოგვარება ძალიან უნდათ. ახალგაზრდა ფორვარდი "სამეფო კლუბში" ვერა და ვერ გაიხსნა. 

"ლოს ბლანკოსი" თანახმა იქნება იმაზე, თუკი მას გაყიდიან შესაბამის ფასად. Transfermarket-ის მიხედვით, სერბის ღირებულება 20 მილიონი ევროა.

არის იმის ალბათობაც, რომ ახალგაზრდა ვარსკვლავი შავ-თეთრებში იჯარის წესით მოვიდეს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით