სასწორზე მილიონი დოლარია - ქირიას უდიდესი ბრძოლა ელის

21-09-2021, 22:11

კიკბოქსინგში მსოფლიოს ჩემპიონი დავით ქირია One Championship-ის გრანპრიზე მონაწილეობას მიიღებს, რომლის საპრიზო ფონდიც 1 მილიონ დოლარს შეადგენს. აღნიშნულ ინფორმაციას სპორტსმენის სოციალური ქსელის ანგარიშზე გამოქვეყნებული პოსტით ვგებულობთ.

One Championship ისეთი წამყვანი ორგანიზაციებისგან, როგორიც არის მაგალითად, UFC, იმით განსხვავდება, რომ გრან პრებს ოლიმპიური სისტემის მიხედვით აწყობენ, შესაბამისად, გამარჯვებულებს ჯილდოს სახით მეტი თანხა რჩებათ.

ზემოაღნიშნული გრან პრი 70 კგ წონით კატეგორიაში ჩატარდება და მასში მონაწილეობას 8 სპორტსმენი მიიღებს. დავით ქირია თავდაპირველად გერმანელ ენრიკო კელს დაუპირისპირდება. მოგების შემთხვევაში ის ნახევარ ფინალში გადავა, ფინალში გასვლის შემთხვევაში კი მილიონი დოლარისთვის იბრძოლებს. ცნობისთვის, პირველი წრე 15 ოქტომბერს გაიმართება.




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით