“როცა ლევანი დაიბადა, ექიმებს უთხრა რომ…” - რას წერენ უცხოელი ქომაგები ქართველ ჰაკზე

21-09-2021, 22:32

ლევან საგინაშვილი რომ მსოფლიოს საუკეთესო მკლავჭიდელია, ამას დავა არ სჭირდება. ამ საკითხზე ყველაფერი არა მხოლოდ ქართველ გულშემატკივრებში, არამედ მსოფლიო ასპარეზზეც გარკვეულია. 

ქართველი გიგანტი გასული თვეების განმავლობაში ცნობილი იუთუბერისა და სპორტსმენის, ლარი ვილის არხზე რამდენიმე ვიდეოში ვიხილეთ. მან სხვადასხვა ჩელენჯში მიიღო მონაწილეობა და იმდენად დომინირებდა, რომ უცხოელი გულშემატკივრებისგან სახალისო კომენტარებიც დაიმსახურა.

გთავაზობთ რამდენიმე მათგანს.

"როცა ლევანი დაიაბადა, ექიმებს უთხრა, რომ ტირილი შეეწყვიტათ".

"როცა ჰალკი ბრაზდება, ის ლევანი ხდება".

"თუ ლევანისა და დათვის ჩხუბს შეესწარით, უშველეთ დათვს".

"როცა ჰალკი ბრაზდება, ის ლევანი ხდება".

"როცა ლევანი აზიდვებს აკეთებს, ამ დროს თვითონ კი არ იწევა, არამედ დედამიწა ჩადის ქვემოთ".

"როცა ლევანს პოლიცია აჩერებს, მას მართვის მოწმობას თავად პოლიციელი აჩვენებს".

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით