რუსი მოჭიდავეების მწვრთნელი: "საქართველო მეტს იხდის, ეს რუსეთში 56 000-ად ფასობს"

22-09-2021, 15:05

რუსეთის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ძამბოლატ თედეევმა ოლიმპიადაზე წარმატებისთვის რუსეთში დაწესებული პრემიალური თანხების სიმცირეზე ისაუბრა და პარალელები ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთანაც გაავლო.

"რუსეთში ოლიმპიური ოქროს მედლის მოპოვება 56 ათას აშშ დოლარად ფასობს. ყოფილი სსრკ-ის რესპუბლიკებს შორისაც კი ბოლო ადგილს ვიკავებთ, ისეთი ქვეყნები, როგორებიც არიან საქართველო, უზბეკეტი და აზერბაიჯანი, მეტს იხდიან! 

რას ვაკეთებთ, სად ვართ? რატომ არ ვაფასებთ ჩვენს გმირებს, ოლიმპიელებს, მწვრთნელებს? ეს საწყენია", - აცხადებს რუსი მწვრთნელი.

ცნობისთვის, ქართველმა სპორტსმენებმა ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებისთვის შესაბამისად, 1 მილიონი, 500 ათასი და 250 ათასი მიიღეს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით