მორაესი VS დვალიშვილი - ვის თვლიან ბუკმეიკერები ბრძოლის ფავორიტად

22-09-2021, 23:47

მერაბ დვალიშვილის მორიგი ბრძოლა მოახლოვდა. 26 სექტემბერს, ქართველი მებრძოლის მეტოქე ბრაზილიელი მარლონ მორაესი იქნება, დაპირისპირება თბილისის დროით, დაახლოებით 05:00 საათზე გაიმართება.

მერაბი უკვე ზედიზედ 6 ბროლაა ოქტაგონს გამარჯვებულის სტატუსით ტოვებს, რის გამოც რეიტინგში დიდი პროგრესი აქვს და მეათე პოზიცია მოიპოვა.

რაც შეეხება მის მეტოქეს, 33 წლის, გამოცდილ მარლონ მორაესს საუკეთესო პერიოდი არ უდგას და ბოლო 4 ჩატარებულ ბრძოლაში, 3-ჯერ მან მარცხი იგემა.

აქედან გამომდინარე, სრულიად ლოგიკურად, ბუკმეიკერები ბრძოლის ფავორიტად ქართველ სპორტსმენს მიიჩნევენ და მერაბ დვალიშვილის გამარჯვების შანსებს 1.35 კოეფიციენტით აფასებენ.

მორაესის გამარჯვება 2.95 კოეფიციენტით ფასდება, შესაბამისად, ბუკმეიკერები დვალიშვილს გამოკვეთილ ფავორიტად მიიჩნევენ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით