როგორ გამოეხმაურნენ "ვალენსიას" ფანები მამარდაშვილის თამაშს

22-09-2021, 22:58

შთამბეჭდაი სტარტის შემდეგ, გიორგი მამარდაშვილმა "ვალენსიას" მაისურით შეცდომებს მოუხშირა. "სევილიას" წინააღმდეგ მატჩში, გიორგის შეცდომებს 2 გოლი მოჰყვა, რასაც ბუნებრივია, ესპანელი ფანების შეფასებაც მოჰყვა.

გთავაზობთ "ღამურების" გულშემატკივრების კომენტარებს ანდალუსიურ კლუბთან დამარცხების შემდეგ:

"მამარდაშვილი კარგი მეკარეა, მაგრამ მას ბევრი ხარვეზი აქვს გამოსასწორებელი. მომავალში, ის კარგი კიპერი იქნება".

"გიორგი მამარდაშვილი დაცული უნდა იყოს. მოთმინება და დრო განვითარებისთვის".

"როგორი გასაოცარიც პირველ თამაშებში იყო, იმდენად ცუდია დღეს".

"მამარდამ გასაოცარი პერფორმანსები გვაჩვენა და იმედის საბაბი მოგვცა, მაგრამ მისთის ასეთ დიდ თამაშებში შანსის მიცემა ჯერ ადრეა. თამაშის შესაძლებლობას იმსახურებს, მაგრამ მომდევნო მატჩში იასპერ სილესენი უნდა ვიხილოთ".

"ყოველთვის, როცა ბურთს კართან ახლოს ვხედავ, კანკალს ვიწყებ. ვიცი, რომ გიორგის დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ დღეს 2 უხეში შეცდომა დაუშვა".

"ბილბაოს წინააღმდეგ კარში სილესენი უნდა იდგეს. გიორგი კარგი მეკარეა, უფრო კარგი პოტენციალით, მაგრამ ბოლო 2 მატჩის შემდგომ ის აუცილებლად სათადარიგო სკამზე გადაჯდომას იმსახურებს.

"ეს მისთვის დასასრულია. უბრალოდ საშინელება იყო".

"ასეთ ასაკში ცუდი მატჩების ჩატარება განსაკუთრებით დიდ კრიტიკას იწვევს, თუმცა ის ისწავლის და უფრო ძლიერი დაბრუნდება".


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით