"სეზონის ყველაზე აბსურდული გოლი" - რას ამბობენ მამარდაშვილზე ესპანურ მედიაში

22-09-2021, 23:45

გიორგი მამარდაშვილს "სევილიასთან" უმძიმესი მატჩი გამოუვიდა. "ვალენსიას" ქართველმა მეკარემ პირველ 22 წუთში 3 გოლი გაუშვა და შეიძლება ითქვას, რომ ყველა ეპიზოდში მას უკეთ მართებდა თამაში.

"ვალენსიას მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა, მასპინელთა გამარჯვებაში თავისი 'წვლილი' შეცდომით შეიტანა და სეზონის ყველაზე აბსურდული გოლი გაუშვა.

ამ მომენტის ქრონოლოგია შემდეგნაირია: 1) მონტიელმა ბურთი ლატოს მოარტყა, 2) ბურთი მცველმა აისხლიტა და მცირე მონაკვეთზე გადავარდა, 3) მამარდაშვილმა ვერ გადაწყვიტა რა ექნა და ცუდი დასაწყისი საშინლად დასრულდა, 4) ბურთი მეკარეს გადაახტა და გოლი გავიდა",
- წერს ცნობილი ესპანური გამოცემა Marca.

მამარდაშვილის შეცდომა შეგიძლიათ იხილოთ აქ - ვიდეო.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით