"ვალენსიას" მწვრთნელი მატჩის შემდეგ - "ბავშვური შეცდომები დავუშვით"

23-09-2021, 01:10

ლა ლიგის მე-6 ტურის მატჩში "სევილიამ" შინ "ვალენსიას" უმასპინძლა და მატჩი საკმაოდ მარტივად, 3-1 მოიგო. 22-ე წუთზე მასპინძლები უკვე 3-ბურთიანი სხვაობით იგებდნენ და უპირატესობა მარტივად შეინარჩუნეს.

სეზონის ბრწყინვალედ დაწყების შემდეგ, "ღამურებმა" ზედიზედ მეორე მატჩი დათმეს და ეპიცენტრში ისევ გიორგი მამარდაშვილი მოხვდა, რომელმაც მძიმე შეცდომები დაუშვა.

მატჩის შემდეგ, "ვალენსიას" მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა მედიასთან ისაუბრა და გუნდის დაშვებულ შეცდომებს "ბავშვური" უწოდა.

"ჩვენ ძალიან სერიოზული შეცდომები დავუშვით და მთელი მატჩის განმავლობაში, ეს ვეღარ დავძლიეთ. მესამე გოლი უბრალოდ სასაცილო იყო და ბავშვურ შეცდომებს მოჰყვა. ჩვენ უნდა მოვუმატოთ.

ჩემი, როგორც მწვრთნელის, დავალებაა, რომ თითოეულმა ფეხბურთელმა 100% გაიღოს და ერთად ვნახავთ, შეგვიძლია თუ არა ისე თამაში, როგორც ვალენსიას ეკადრება.

მეკარეების სიტუაცია? ხვალიდან დავიწყებთ ფიქრს ბილბაოსთან მატჩზე. ჩვენ მოვემზადებით და იმ შეცდომების გამოსწორებას შევეცდებით, რომელთ გამოც მატჩი დავთმეთ",
- განაცხადა ბორდალასმა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით