"მან ნამდვილად დაკარგა ადგილი" - ესპანური მედია მამარდაშვილის პერფორმანსზე

23-09-2021, 13:37

გიორგი მამარდაშვილს კოშმარული მატჩი ჰქონდა "სევილიას" წინააღმდეგ, სადაც მან 3 გოლი 22 წუთში გაუშვა და თანაც, სამივე გოლის დროს შეცდომა დაუშვა.

"ვალენსიას" ქართველი მეკარის შესახებ ესპანურ მედიაშიც წერენ და ვარაუდობენ, რომ ძირითად შემადგენლობას იესპერ სილესენი დაუბრუნდება.

"ლა ლიგის პირველ ტურში მას დიდი მატჩი ჰქონდა, მეექვსე სათამაშო კვირაში კი დადგა დღე, რომელიც მან ძალიან მალე უნდა დაივიწყოს.

სამივე გაშვებულ გოლში, მან სერიოზული შეცდომა დაუშვა. მამარდაშივილს სულელური დღე ჰქონდა სევილიაში და მან ნამდვილად დაკარგა ადგილი. გოლებში მისი შეცდომები დაუჯერებელი იყო, ის არც კვირას იყო კარგი ბენზემას გოლის ეპიზოდში.

ასე რომ, ატლეტიკის წინააღმდეგ ნორმალური იქნება სილესენის დაბრუნება. მაგრამ არა მამარდაშვილის ცუდი თამაშის გამო, ჩვენ უნდა ვაღიაროთ ქართველი, რომელიც მომავალ კვირაში 21 წლის გახდება. ვალენსიამ ის მაინც უნდა გამოისყიდოს, რადგან გიორგი მომავლის მეკარეა",
- წერს ცნობილი ესპანური გამოცემა AS.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით