არველაძე: "შეთავაზებები ნიდერლანდებიდან და თურქეთიდან მქონდა"

23-09-2021, 13:37

"ფახთაქორის" დატოვების შემდეგ, შოთა არველაძე ჯერ კიდევ დაუსაქმებელია, მიუხედავად იმისა, რომ 48 წლის სპეცეალისტს რამდენიმე ქვეყნიდან იწვევდნენ. 

აღნიშნული ინფორმაცია თავად არველაძემაც დაადასტურა:

"ტყუილია, რომ "ფახთაქორში" დაბრუნების შესაძლებლობა მქონდა, ამასთან ერთად, არანაირი შეთავაზება მქონია უზბეკეთის ეროვნული ნაკრებიდან. რამდენიმე წინადადება მართლაც მქონდა, თუმცა სამწუხაროდ, გარიგება არ შედგა.

არ დავმალავ, შეთავაზებები თურქეთიდან, ნიდერლანდებიდან, ყატარიდან და დუბაიდან იყო, მაგრამ ახლა ჯერ კიდევ უმუშევარი ვარ. ამჟამად ოჯახთან ერთად სტამბოლში ვცხოვრობ, შეძლებისდაგვარად თბილისსაც ვსტუმრობ, თუმცა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი თურქეთია.

არ ვიცი, სად გავაგრძელებ მუშაობას, თუმცა თუ არჩევნის საშუალება მქონდა, ბუნებრივია, ევროპის წამყვან ჩემპიონატში რომელიმე კლუბს გავწვრთნიდი
", - განაცხადა მან.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით