კოსოვო 1:2 საქართველო - ფეხბურთელთა შეფასებები

13-10-2021, 00:44

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის B ჯგუფის მატჩი, სადაც საქართველს ნაკრები კოსოვოს ეროვნულ გუნდს ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში დაამარცხა, ანგარიშით 2:1.

ანგარიში თორნიკე ოქრიაშვილმა მე-11 წუთზე გახსნა, როცა მეკარის შეცდომით ისარგებლა და ბურთი ცარიელ კარში გადაგზავნა. სტატუს-კვოს აღდგენა ბალკანელებმა 45-ე წუთზე ვედატ მურიქის გატანილი პენალტით შეძლეს.

რაც შეეხება გადამწყვეტ გოლს, ის ზურიკო დავითაშვილმა 82-ე წუთზე შეაგდო. ასისტენტი ირაკლი აზაროვი გახლდათ.

გთავაზობთ ქართველი ფეხბურთელების შეფასებებს:

გიორგი ლორია - 6

ოთარ კაკაბაძე - 6

გურამ კაშია - 7

ლაშა დვალი - 6

გურამ გიორბელიძე - 6

ვალერიან გვილია - 7

ნიკა კვეკვესკირი - 6

გიორგი წიტაიშვილი - 6

საბა ლობჟანიძე - 5

ხვიჩა კვარაცხელია - 5

თორნიკე ოქრიაშვილი - 7

შეცვლები:

გრიგოლ ჩაბრაძე - 6

ირაკლი აზაროვი - 7

ზურიკო დავითაშვილი - 7

გიორგი ქვილითაია - 6

შეგახსენებთ, რომ ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა 9 წლიანი ნავსი გატეხა და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევზე 2012 წლის შემდეგ პირველად მოიგო. მიმდინარე ტურნირზე "ჯვაროსნებს" 4 ქულა აქვთ, კოსოვოს ბურთების უკეთესი სხვაობით უსწრებენ და ჯგუფში მე-4 პოზიციას იკავებენ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით