არც მბაპე, არც პოგბა - ანჩელოტიმ თვალი კიდევ ერთ ფრანგს დაადგა

13-10-2021, 17:00

ცნობილი და გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca მადრიდის "რეალის" შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სამეფო კლუბი ახალგაზრდა ფრანგი ნახევარმცველის, აურელიან ჩუამენის ტრანსფერით ინტერესდება.

როგორც ირკვევა, "მონაკოს" ფეხბურთელის გადაბირებით პირველ რიგში "ბლანკოსის" მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი ინტერესდება.

ამ მომენტისთვის, კლუბში ერთადერთი ნატურალური საყრდენი ნახევარმცველი კაზემიროა, მისი შემცვლელის ძებნა კი აქტუალური საკითხი ხდება.

ფრანგული კლუბი ჩუამენს დაახლოებით 35 მილიონ ევროდ აფასებს, სამეფო კლუბმა კი შესაძლოა, მისი ტრანსფერი კილიან მბაპეს გადაბირების შემდეგ, 2022 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გაჩარხოს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ახალგაზრდა ნახევარმცველის გადაბირებით ლონდონის "ჩელსი" და ტურინის "იუვენტუსიც" ინტერესდებიან.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით