ბასილაშვილი ინდიან უელსის მერვედფინალშია - ვინ იქნება მისი მეტოქე

13-10-2021, 14:53

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსის მასტერსის მერვედფინალშია - ქართველმა ჩოგბურთელმა მესამე წრეში ესპანელი ალბერტ რამოსი მძიმე ბრძოლაში, 4:6, 7:6, 6:2 დაამარცხა.

თავდაპირველად, შეხვედრაში უპირატესობა ესპანელმა მოიპოვა, როცა ის პირველი სეტის შუაში ორმაგი ბრეიკით გაიჭრა წინ. ნიკოლოზმა ერთადერთი უკუბრეიკი შეასრულა, რის შემდეგაც პირველი პარტია დათმო.

მეორე სეტი ტაიბრეიკში გადავიდა, სადაც ბასილაშვილმა გამარჯვება მოიპოვა, ამის შემდეგ კი ფსიქოლოგიური უპირატესობაც მის მხარეს იყო. მან მესამე სეტში ორი ბრეიკი შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ ქართველი ჩოგბურთელი ამ ტურნირის მეოთხე ეტაპზე კარიერაში პირველად გავიდა.

ნიკოლოზი მერვედფინალში რუს კარენ ხაჩანოვს დაუპირისპირდება, რომელთანაც უერთიერთშეხვედრებში მცირე უპირატესობა აქვს - 3:2.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით