მეუღლესთან მიახლოების გამო "ბაიერნის" ფეხბურთელს 6-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს

13-10-2021, 19:52

მიუნხენის "ბაიერნისა" და საფრანგეთის ნაკრების მცველ ლუკას ერნანდესს ესპანურმა სასამართლომ 6 თვიანი პატიმრობა შეუფარდა.

ესპანეთის სასამართლოს უმაღლესმა ინსტანციამ ერნანდესი შემაკავებელი ორდენის დარღვევაში ცნო დამნაშავედ.

როგორც იცით, ერნანდესი ჯერ კიდევ 2017 წელს გახლდათ დაკავებული თავის შეყვარებულზე განხორციელებული თავდასხმის გამო.

მას მადრიდის სასამართლო 19 ოქტომბერს ელოდება.

ირკვევა ისიც, რომ ფრანგი ფეხბურთელი განაჩენს გაასაჩივრებს.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის უკანახაზელს საფრანგეთის ნაკრებში 29 მატჩი აქვს ჩატარებული. "მამლების" რიგებში მან 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი და 2021 წლის ერთა ლიგა მოიგო.

ლუკასი 2015-2019 წლებში მადრიდის "ატლეტიკოში" ასპარეზობდა, რის მერეც კარიერა "რეკორდმაისტერში" განაგრძო.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით