"ლივერპულს" ყოფილი მერსესაიდელის დაბრუნება სურს - EL CHIRINGUITO TV

13-10-2021, 19:59

El Chiringuito-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ლივერპული" დაინტერესებულია ყოფილი მერსესაიდელის, ფილიპე კოუტინიოს დაბრუნებით.

"წითლების" ფლეიმეიქერის პოზიცია ამ მომენტირსთვის ვაკანტურია და წყაროს თქმით "ლივერპული" ამ ადგილის შევსებას კოუტინიოთი შეეცდება.

ფილიპე სულ ცოტა ხნის წინ გამოჯანმრთელდა მორიგი ტრავმის შემდეგ, თუმცა "ბარსას" თავკაცი, რონალდ კუმანი არ აპირებს მის გამოყენებას.

Transfermarkt-ის მიხედვით ამჟამად ბრაზილიელის ფასი £27 მილიონია.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით