რამდენი ხანი გაუცდება ჟოტას - პირველი დაუდასტურებელი ცნობა

13-10-2021, 20:00

პორტუგალიის ნაკრებთან ვარჯიშისას, დიოგო ჟოტამ კუნთის ტრავმა მიიღო. "ლივერპულის" ფორვარდმა უკვე გამოტოვა ნაკრების ორი მატჩი.

როგორც Sky Sports იტყობინება, ჟოტა დიდი ალბათობით ორ მატჩს გამოტოვებს, "უოტფორდის" და მადრიდის "ატლეტიკოს" წინააღმდეგ.

ასევე წყაროს თქმით, პორტუგალიელ ფორვარდს ამ მატჩებში ტაკუმი მინამინო ჩაანაცვლებს, რომელიც ბოლო დროს საკმაოდ კარგ ფორმაში შევიდა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით