ბლინდი: "რონალდუს გამოჩენამ სულშერს ტაქტიკის შეცვლა აიძულა"

13-10-2021, 21:00

ნიდერლანდების ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრმა, დენი ბლინდმა კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, პორტუგალიელის "მანჩესტერ იუნაიტედში" გამოჩენამ გუნდის შეტევაში სქემები არია.

"თამაშისადმი რონალდუს აზროვნება და მიდგომა აღარ შეიცვლება. ამიტომ, სულშერმა ისეთი სტილი უნდა შეარჩიოს, სადაც კრიშტიანუ გაიბრწყინებს, გუნდი კი პრესინგს შეძლებს.

"კრიშტიანუ დაბრუნდა და რამდენიმე მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა, მაგრამ მისი ყოფნა გაიძულებს ტაქტიკის შეცვლას.

როგორც წესი, პრესინგზე პირველი თავდამსხმელი გადადის, მცველებს დასდევს. მაგრამ ახლა, როცა წინ რონალდუ თამაშობს, გუნდის სტრუქტურას ზიანი მიადგა, ფეხბურთელებს პრობლემები შეექმნათ", - განაცხადა ბლინდმა Daily Mail-თან.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით