ბასილაშვილი მასტერსის 1/8 ფინალშია - რა თანხა გამოიმუშავა ქართველმა ჩოგბურთელმა

13-10-2021, 20:10

საქართველოს პირველმა ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა, ინდიან უელსსში მიმდინარე მასტერსზე, რომლის საპრიზო ფონდიც ჯამურად 9 146 125 დოლარია, მე-2 გამარჯვება მოიპოვა და მერვედფინალში თამაშიც გაინაღდა.

ამ ყველაფრის შედეგად, ჩვენებურმა ჯამში 92 000 დოლარი გამოიმუშავა და იმ შემთხვევაში, თუ ბასილაშვილი 1/4 ფინალში გასვლასაც მოახერხებს, 175 000 დოლარს მიიღებს. 

გასულ ეტაპებზე ბასილაშვილმა ამერიკელი კრისტიან ეუბანკსისა და ალბერტ რამოს-ვანოლასის ბარიერები გადალახა.

შეგახსენებთ, რომ მისი მომდევნო მეტოქე რუსი კარენ ხაჩანოვი იქნება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით