საბედისწერო მარცხი საქართველოსთან - კოსოვოს ნაკრების მწვრთნელი დაითხოვეს

13-10-2021, 20:19

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი გამარჯვება მოიპოვა - ჩვენებურებმა კოსოვო გასვლაზე მინიმალური სხვაობით, 1-2 დაამარცხეს.

თამაშის შემდგომ, კოსოვოს ფეხბურთის ფედერაციამ დაადასტურა, რომ მთავარი მწვრთნელის, ბერნარდ შალანდესის პოსტი ვაკანტური გახდა, რის მიზეზადაც ცუდი სათამაშო ფორმა და არადაკმაყოფილებელი შედეგები სახელდება.

შვეიცარიელ სპეცეალისტს კოსოვოსთან ხელშეკრულება 2022 წლის დეკემბრამდე აკავშირებდა, თუმცა ის დაკავებულ თანამდებობას ვადაზე ადრე დატოვებს. 

საქართველოს მსგავსად, მათ ანგარიშზეც მხოლოდ 4 ქულა იყო, თუმცა ბურთების უარესი შეფარდების გამო კოსოვო ჯგუფის ბოლო ადგილზე იმყოფება.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით