"ნიუკასლს" ჯონ სტოუნსის იჯარით დამატება სურს

13-10-2021, 20:20

"ნიუკასლი" იანვარში "მანჩესტერ სიტის" ცენტრალური მცველის, ჯონ სტოუნსის იჯარით დამატებას ეცდება, - იტყობინება რეგიონალური გამოცემა The Newcastle Chronicle.

სტოუნსისთვის მიმდინარე სეზონი კატასტროფულად დაიწყო, რადგან ის აიმერიკ ლაპორტესა და რუბენ დიაშს კონკურენციას ვერ უგებს, რის გამოც სათადარიგოთა სკამზე რჩება ხოლმე. ამის ერთ-ერთ მიზეზად უნდა მოვნათლოთ სტოუნსის ტრავმაც, რომელიც მას სეზონის დასაწყისში აწუხებდა.

მდგომარეობა იმდენად კრიტიკულია, რომ ჯონს პრემიერლიგის ამ სეზონში ჯერ ერთი წუთიც არ უთამაშია.

რაც შეეხება "ნიუკასლს", გუნდს ინგლისის უმაღლესი დივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში უკვე 16 გოლი აქვს გაშვებული. ბუნებრივია, სტოუნსის დონის უკანახაზელის შემატება მათთვის დიდი შეღავათი იქნება.

მიუხედავად ამ ფაქტორებისა, თუ გავითვალისწინოთ, რომ ინგლისელმა "სიტიზენებთან" 5 წლიან კონტრაქტს სულ ახლახანს მოაწერა ხელი, მისი სადმე წასვლა მაინც რთულად სავარაუდოა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით