ბექაური ისევ პირველ პოზიციაზე დაბრუნდა - ძიუდოს რეიტინგები განახლდა

13-10-2021, 22:58

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ახალგაზრდული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ რეიტინგები განაახლა, სადაც ლიდერებში 3 ქართველ ძიუდოისტს ვხდევავთ, მოწინავე ათეულში კი 6 ჩვენებურია. ახალგაზრდული ნაკრების იმ წევრებმა, რომლებმაც იტალიაში წარმატებას მიაღწიეს, რეიტინგში შესამჩნევად მაღლა აიწიეს.

60 კგ.

ამ წონის რეიტინგში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრები გიორგი სარდალაშვილი და შაქრო შათირიშვილი პირველად გამოჩნდნენ. სარდალაშვილი 47-ეა, შათირიშვილი 96-ე. ქართველთაგან საუკეთესო შედეგი თემურ ნოზაძეს აქვს, რომელიც მე-17 პოზიციას იკავებს, ლუხუმ ჩხვიმიანი მე-20 ადგილზეა, ხოლო ჯაბა პაპინაშვილი 76-ე.

66 კგ.

ვაჟა მარგველაშვილმა მინიმალური წინსვლა განიცადა და ამ წონით კატეგორიაში მე-2 ადგილს იკავებს. მის გარდა, ამ წონის მოწინავე ასეულში ქართველთაგან მხოლოდ ბაგრატ ნინიაშვილია, რომელიც 28-ე პოზიციაზეა.

73კგ.

ამ წონით კატეგორიაში ლიდერობა ლაშა შავდათუაშვილს აქვს, მოწინავე ასეულში კი კიდევ 3 ჩვენებურია: ნუგზარ ტატალაშვილი (32-ე), ალეკო მამიაშვილი (57-ე) და ფრიდონ გიგანი (92-ე).

81კგ.

ამ წონით კატეგორიაში პირველ ადგილს ტატო გრიგალაშვილი იკავებს, საქართველოს ასეულში კიდევ 3 წარმომადგენელი ჰყავს: ლუკა მაისურაძე (32-ე), გიორგი შერაზადიშვილი (48-ე) და ვლადიმერ ახალკაცი (72-ე).

90 კგ.

ამ წონის ლიდერობა მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა დაიბრუნდა, რომელმაც წარმოშობით ქართველი, თუმცა ესპანეთის მოქალაქე ნიკოლოზ შერაზადიშვილი დააქვეითა. მე-11 ადგილზეა ბექა ღვინიაშვილი, უკვე ამ წონითი კატეგორიის მოასპარეზე ლუკა მაისურაძე 38-ე, ავთანდილ ჭრიკიშვილი 59-ე, ხოლო უშანგი მარგიანი კი მე-80.

+100 კგ.

ამ წონაში ქართველთაგან უმაღლესი პოზიცია ვარლამ ლიპარტელიანს აქვს, რომელიც მე-3 ადგილზე იმყოფება. მე-9 პოზიციაზეა ილია სულამანიძე. ასეულში კიდევ 3 ქართველია: ონისე სანებლიძე (35-ე), გიორგი ჩიქოვანი (78-ე) და მიხეილ ჯაფარიძე (96-ე).

+100 კგ.

ჩვენებურთაგან ამ წონაში საუკეთესო შედეგი გელა ზაალიშვილს აქვს, რომელიც მე-5 პოზიციას იკავებს. მე-9 ადგილზეა გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი კი 31-ე. ასეულში კიდევ 3 ქართველია: ლევან მატიაშვილი (32-ე), ირაკლი დემეტრაშვილი (56-ე) და ადამ ოქრუაშვილი (88-ე).

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით