ბექაურს ერთი მეტოქე მოაკლდა - შერაზადიშვილმა წონა შეიცვალა

13-10-2021, 23:14

ესპანეთის სახელით მოასპარეზე წარმოშობით ქართველმა ძიუდოისტმა ნიკოლოზ შერაზადიშვილმა წონა შეიცვალა. როგორც დაანონსებული იყო, ის ასპარეზობას 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში განაგრძობს.

ცნობისთვის, ნიკოლოზმა 90 კგ წონით კატეგორიაში 2 მსოფლიოს ჩემპიონატი, ამდენივე მსოფლიოს თასი და 7 მსოფლიოს ტური მოიგო. 25 წლის ძიუდოისტი დიდი ხნის განმავლობაში საკუთარი წონის რეიტინგის სათავეშიც იყო.

ამ დროისთვის უცნობია, როდის შედგება წარმოშობით ქართველი სპორტსმენის ახალ წონით კატეგორიაში დებიუტი.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამავე წონაში საქართველოს რამდენიმე სპორტსმენი ჰყავს: ილია სულამანიძე, ონისე სანებლიძე და ირაკლი ჯაფარიძე. ასევე ვარლამ ლიპარტელიანიც, რომელმაც კარიერის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ გამოაცხადა, თუმცა არაა გამორიცხული ლიპო ტატამს მაინც დაუბრუნდეს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით