• 20-06-2023
    “პორტუგალიასთან ჩვენი იდენტობის წარმოჩენა მთავარი მიზანი იქნება” - სვანაძის პრესკონფერენცია
    “პორტუგალიასთან ჩვენი იდენტობის წარმოჩენა მთავარი მიზანი იქნება” - სვანაძის პრესკონფერენცია

    საქართველოს 21-წლამდე ნაკრების თავკაცმა, რამა სვანაძემ პორტუგალიასთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა:

    “საკმაოდ ნაყოფიერი შეკრება გამოვიდა. პორტუგალიური ძლიერი, ხარისხიანი ტექნიკური გუნდია. ისინი ერთ-ერთი ფავორიტები არიან. ჩვენ დებიუტანტები და ამავოდრუოად მასპინძლები ვართ. გვეძლევა დიდი შანსი, რომ თავი წარმოვაჩინოთ. 

    მოვისმინე პორტუგალიის მთავარი მწვრთნელის კომენტარი, რაც დასაფასებელია. უდიდესი მნიშვნელობა ექნება თამაშის შინაარს. დიდი ხანია ამ ყველაფერს ველოდებით, შესარჩევი არ გვითამაშია. ის მოლოდინები რაც გვქონდა არსად არ წასულა. ჩვენი დიდი მოტივაცია გვაქვს, რომ ის სახე გვქონდეს რაც გვახასიათებს. ჩემთვის ძალიან მნიშველოვანია, რომ გუნდმა თავისი თამაში აჩვენოს. 

    გასაგები მიზეზების გამო, ის დაგეგმილი რაც იყო შეგვიცვალეს ეს ყველაფერი, რადგან ეროვნული და 21-წლამდე ნაკრების თამაშები დაემთხვა. შემიძლია ვთქვა, რომ იმაზე მეტი ფეხბურთელი ვიხილეთ, ვიდრე იქნებოდა სხვა შემთხვევაში. დღესდღეისობით კარგი სიტუაციაა გუნდში. როდესაც ეროვნულიდან 5 ფეხბურთელი შემოგვიერთდებიან. მე ამ ბიჭებს დიდი ხანია ვწვრთნი და ადაპტაციის მომენტი არ იქნება. უძლიერესი მეტოქე გვყავს. ჩვენ ამ 5 ფეხბურთელის გამოცდილება ძალიან გვჭირდება და დარმწუნებული ვარ, რომ ისინი გაგვაძლიერებენ.

    პორტუგალიურ ფეხბურთზე ჩემი შეფასება დადებითია. ბოლო წლებში ისინი ლიდერები არიან. ძალიან კარგი დაბალანსებული, ფიზიკურად ძლიერი გუნდია. ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდია. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ძლიერ მეტოქესთან გვიწევს თამაში ჩვენი მთავარი მიზანი იქნება ჩვენი იდენტობის წარმოჩენა.

    რა თქმა უნდა ჩვენ წინასწარ ვიცოდით, რომ ისინი არ ითამაშებდნენ. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ვართ გუნდი. ცხადია, ხვიჩასთან და მიქაუტაძესთან ერთად უფრო ძლიერი გუნდი ვიქნებოდით, თუმცა ჩვენ გუნდათ ვრჩებით. წარმატებები მინდა ვუსურვო საქართველოს.

    ადგილზე ვერ გეტყვით ითამაშებს თუ არა ის 5 ფეხბურთელი. ყველაფერი ხვალ გადაწყდება.” - განაცხადა სვანაძემ.

    ცნობისთვის, პორტუგალიისა და საქართველოს 21-წლამდე ნაკრებების დაპირისპირება 21 ივნისს თბილისის დროით 20:00 საათზე შედგება.

    Facebook კომენტარები