ოქრიაშვილს შედევრი დაუფასდა - ქართველის აღიარება კვიპროსში

23-10-2021, 16:34

კვიპროსის ჩემპიონატში "აპოელმა", სადაც თორნიკე ოქრიაშვილი ასპარეზობს, "ახნა" 2:1 დაამარცხა, 1 გოლი კი სწორედ ქართველმა შემტევმა გაიტანა.

ოქრიაშვილმა გოლი ულამაზესი საჯარიმო დარტყმით გაიტანა, რომელიც კვიპროსის ჩემპიონატის მე-6 ტურის საუკეთესო გოლად დასახელდა.

ქართველმა გამოკითხვაში ხმების 51% მოიპოვა, მე-2 ადგილზე (42%) კი "აელის" მცველის, აულეს გოლი გავიდა.

ცნობისთვის, 6 ტურის შემდეგ "აპოელს" 6 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-10 პოზიციაზეა. კლუბი მომდევნო შეხვედრას ხვალ, "არისთან" გამართავს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით