სპალეტი: "ოსიმენი მბაპეს მირჩევნია"

23-10-2021, 19:50

"ნაპოლის" თავკაცი ლუჩიანო სპალეტი და "ბოლონიას" ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ვალტერ საბატინი თანხმდებიან, რომ ვიქტორ ოსიმენი კილიან მბაპეს ურჩევნიათ.

როცა საბატინის ასეთი კითხვა დაუსვეს, მან არჩევანი ნიგერიელზე გააკეთა.

"თუ ერთ-ერთი უნდა ამერჩია, ოსიმენისკენ გავიწევდი. იგი შეუჩერებელია, რადგან თითქმის მიუღწეველი ბურთების გოლებად გარდაქმნა შეუძლია.

ახლა მე ოსიმენს ავირჩევდი,"
- ბრძანა საბატინიმ.

ღრმადპატივცემული ვალტერის მოსაზრება სპალეტიმაც გაიზიარა.

"ნათქვამს ვეთანხმები და ამას მე ყოველთვის ვფიქრობდი."

შეგახსენებთ, რომ მბაპე და ოსიმენი თანატოლები არიან. მათი ასაკი 22 წელს შეადგენს.

"პარი სენ ჟერმენის" მაისურით მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 13 მატჩში კილიანმა თავი 6 გოლითა და 8 ასისტით გამოიჩინა. მან საფრანგეთის ნაკრებში ერთა ლიგაც მოიგო.

რაც შეეხება ვიქტორს, "პარტენოპეიში" მან ამ სეზონში 10 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 9 გოლი შეაგდო. ის, რომ ნეაპოლიტანელები სერია ა-ს ქულის დაკარგვის გარეშე ლიდერობენ, დიდწილად მისი დამსახურებაა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით