"ჩემი თხოვნა იქნება, რომ..." - თემურ ქეცბაიამ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

23-10-2021, 23:20

საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი, თემურ ქეცბაია, რომელიც დღეს კვიპროსული "ანორთოსისის" მთავარი მწვრთნელია, დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "ტაიმ აუტის" სტუმარი გახლდათ.

გამოცდილმა სპეციალისტმა უამრავ კითხვას უპასუხა და შეეხო როგორც საკუთარ გუნდს, ასევე ქართულ ფეხბურთსა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს.

ქეცბაიამ ყაზანის "რუბინის" 20 წლის გარემარბზე, ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა.

"კი ბევრი რამ გამიგია, რომ რამდენიმე გუნდია დაინტერესებული, თუმცა უყურებ და ბიჭი "რუბინშია", იქ ერთ-ერთი კარგი სპეციალისტია, ლეონიდ სლუცის სახით და მასთან უკეთ ითამაშებს. ახლა მასზეა დამოკიდებული, არ უნდა დაანებოს თავის თავზე მუშაობას თავი, უნდა განაგრძოს თამაში, ახალგაზრდა ბიჭია, მთელი საფეხბურთო კარიერა წინ აქვს.

მნიშვნელოვანია, თვითონ ის ხალხი, რომელიც ხვიჩას ირგვლივაა გვერდში დაუდგეს და აუხსნას ის, რომ დღეს "რუბინის" ფეხბურთელი ხარ, შენზეა დამოკიდებული  ყველაფერი, არ ნიშნავს ის, რომ შარშან კარგად ითამაშე და ვერ წახვედი, ვარჯიშს თავი, რომ უნდა დაანებო, საჭიროა, ჯერ ახალგაზრდა ბიჭია, ახლა იწყებს ფეხბურთის თამაშს. მნიშვნელობა აქვს მის ირგვლივ მყოფი ხალხი რა დარიგებას მისცემს, მე ვეტყვი, რომ განაგრძობს მუშაობა, ყველანაირი პოტენციალი აქვს, მარტო ის გაბრაზება, რომ შანსი მქონდა და არ გამიშვეს არაფერში დაეხმარება არც გუნდს და არც საკუთარ თავს, უნდა განაგრძოს ის საქმე, რასაც კარგად აკეთებს მაქსიმალურად უნდა დაიხარჯოს, ჩემი თხოვნა და დარიგება იქნება, რომ განაგრძოს თამაშებში თამაში, როგორც შარშან თამაშობდა, ალბათ ყველაფერი კარგად იქნება,"
- თქვა თემურმა.

შეგახსენებთ, რომ გასულ სატრანსფერო ფანჯარაზე ხვიჩას ისეთ ევროპულ კლუბებს უკავშირებდნენ, როგორებიც "ტოტენჰემი", "იუვენტუსი" და "ბორუსია მიუნხენგლადბახი" არიან, მაგრამ ის დღესაც "რუბინის" ღირსებას იცავს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით