როგორ დასრულდა ზვიად ლაძიშვილის პირველი ბრძოლა UFC-ში

23-10-2021, 23:40

დღეს, ქართველმა მებრძოლმა ზვიად ლაზიშვილმა UFC-ში სადებიუტო შეხვედრა გამართა.

მისი მოწინააღდმეგე ამერიკელი ჯონათან მარტინესი იყო. დაპირისპირება 3 რაუნდს გაგრძელდა, მცირე უპირატესობას კი ამერიკელი ფლობდა. საბოლოოდ, მსაჯებმა გადაწყვეტილება ერთსულოვნად მიიღეს და გამარჯვება მარტინესს მიანიჭეს.

აღსანიშნავია, რომ ლაზიშვილს UFC-ის სხვა მებრძოლები, მერაბ დვალიშვილი და ლიკა ჯოჯუა გულშემატკივრობდნენ, თუმცა ამან ქართველს ხელი არ შეუწყო.

ცნობისთვის, ეს მარცხი ზვიადისთვის კარიერაში პირველი იყო. უნდა ითქვას ისიც, რომ ქართველი ამ ბრძოლას სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ დათანხმდა და მას დაპირისპირებისთვის მოსამზადებლად დრო თითქმის არ ჰქონია.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით