ურთულესი ბადე - ნიკოლოზ ბასილაშვილი სავარაუდო მეტოქეები ვენის მასტერსზე

23-10-2021, 23:56

როგორც მოგეხსენებათ, მსოფლოს 27-ე ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი, ზეგ, 25 ოქტომბერს ვენის "Erste Bank Open-ის" პირველი წრის მატჩს ჩაატარებს.

ქართველ ჩოგბურთელს ავსტრიის დედაქალაქში ჩასატარებელ შეჯიბრებაზე საკმაოდ რთული ბადე შეხვდა - ის პირველ წრეში მსოფლიოს მე-18 ჩოგან, ესპანელ პაბლო კარენო ბუსტას დაუპირისპირდება.

კიდევ უფრო რთულად არის საქმე იმ შემთხვევაში თუ ბასილაშვილი ბუსტას დაამარცხებს - ქართველის მომდევნო მეტოქე მსოფლიოს მე-7 ჩოგანი, მატეო ბერეტინი იქნება.

ცნობისთვის, ვენის ტურნირი 500-იანთა კატეგორიას განეკუთვნება. შეჯიბრის საპრიზო თანხა 1 837 190 ევროს შეადგენს, ხოლო გამარჯვებული ჩოგბურთელი 500 სარეიტინგო ქულას დაიბევებს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით