რონალდუმ საიდუმლო გაამხილა - რა უთხრა მან თანაგუნდელებს დაბრუნების შემდეგ

24-10-2021, 13:30

კრიშტიანუ რონალდუს "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება მსოფლიო მოვლენა იყო. პორტუგალიელი დაბრუნდა იქ, საიდანაც მთელმა სამყარომ გაიცნო.

Sky Sports-თან საუბრისას კრიშტიანუმ გაამხილა, თუ რა უთხრა მან თანაგუნდელებს გასახდელში პირველად, დაბრუნების შემდეგ.

"მე ვთქვი ის, რაც იმ მომენტში ვიგრძენი: აქ ტიტულების მოსაგებად ვარ. მანჩესტერ იუნაიტედი ტიტულებს იმსახურებს და აქ დასასვენებლად არ ვარ.

მათ ვუთხარი, რომ გუნდში დიდ პოტენციალს ვხედავ. არიან ძალიან ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელები და აქ ვარ მათ დასახმარებლად.

სიმღერა არ შემისრულებია, რადგან რამდენიმე წლის წინ ვიმღერე. თუმცა, მაინც კარგი საღამო იყო. ბიჭებმა გამიგეს, სიტყვით კარგად გამოვედი და იმ საღამოს ბედნიერი ვიყავი", - განაცხადა კრიშტიანუმ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით