"დღევანდელ შეხვედრაში მასზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული" - რას წერენ ქვილითაიაზე კვიპროსში

24-10-2021, 12:23

ტრავმირებული მურთაზ დაუშვილის, გიორგი ქვილითაიასა და თორნიკე ოქრიაშვილის "აპოელი", რომელიც სატურნირო ცხრილში მე-10 პოზიციას იკავებს, დღეს ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს, "არისს" ესტუმრება.

კვიპროსული გამოცემები კარსმომდგარი მატჩის შესახებ აქტიურად წერენ და ბუნებრივია, მათი მხედველობის ობიექტში ქართველი მოთამაშეებიც ექცევიან.

"აპოელს ბრაზილიელი ცენტრალური თავდამსხმელი ლეო უბრუნდება, რაც იმას ნიშნავს, რომ შეტევაში ქვილითაიას მეწყვილე სწორედ ის იქნება. გასულ მატჩში ეს ფუნქცია თორნიკე ოქრიაშვილმა შეითავსა, რომელიც დღეს ჩვეულ პოზიციას დაუბრუნდება", - წერს 24 Sports.

"დღევანდელ შეხვედრაში "აპოელის" კაპიტან გიორგი ქვილითაიაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. ქართველ თავდამსხმელს არაერთი ორთაბრძოლის მოგება დასჭირდება - ის ყოფილ გუნდელ გორდონ შიდელფელდს დაუპირისპირდება", - ეს სიტყვები კი Kerkida-ს ეკუთვნის.

ცნობისთვის, შეხვედრა ლიმასოლში საქართველოს დროით 20:00 საათზე აიღებს სტარტს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით