ხოჭოლავას აღიარება დანიაში - ქართველი საოცნებო თერთმეტეულში მოხვდა

24-10-2021, 12:56

საქართველოს ნაკრებისა და "კოპენჰაგენის" ცენტრალური მცველი დავით ხოჭოლავა დანიის ყველაზე პოპულარული კლუბების სიმბოლურ თერთმეტეულში მოხვდა, რომელიც გამოცემა Tipsbladet-მა შეადგინა.

საქმე იმაშია, რომ დანიის ჩემპიონატის მე-13 ტურში ერთმანეთს ქვეყნის ორი წამყვანი კლუბი - "კოპენჰაგენი" და "ბრონდბიუ" დაუპირისპირდებიან. დანიურმა გამოცემამ მატჩამდე ამ გუნდების საუკეთესო თერთმეტეული შეარჩია, სადაც ქართველი მცველიც მოხვდა.

"როგორ იქნება საოცნებო გუნდი თუ მას "ბრონდბიუსა" და "კოპენჰაგენის" მოთამაშეებით დავაკომპლექტებთ? ჩვენი შექმნილი გუნდი 3-5-2 ტაქტიკით ითამაშებს. გუნდში ვერ მოხვდებიან ისეთი მოთამაშეები, რომლებსაც ტრავმა აქვთ (ზეკა და რასმუს ფალკი).

გამოცემამ ხოჭოლავა სამკაციან დაცვის ხაზში მარჯვენა ცენტრალური მცველის პოზიციაზე გაამწესა.

"ქართველმა ცენტრალურმა მცველმა "კოპენჰაგენში" ძალიან კარგად დაიწყო და დაცვის დასტაბილურებას ხელი შეუწყო. ის კარგი მცველია, რომელთანაც ორთაბრძოლის მოგება ძალიან რთულია", - წერს Tipsbadlet.

ცნობისთვის, დანიის წამყვანი კლუბების დაპირისპირება საქართველოს დროით 16:00 საათზე აიღებს სტარტს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით