"როდესაც ქუჩაში გავდივარ..." - ბექაურმა ემოციური პოსტი გამოაქვეყნა

24-10-2021, 23:48

მას შემდეგ, რაც ლაშა ბექაურმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციას ოქროს მედალი მოუპოვა, სამშობლოში მისი პოპულარობა ერთი-ორად გაიზარდა.

ქართველი სპორტსმენი სოციალურ ქსელში აქტიურად ავრცელებს ფოტოებსა და ვიდეოებს, სადაც ჩვენებურთა მისდამი დამოკიდებულება ჩანს. მისი ბოლო პოსტიც ამის დასტურია:

"როდესაც ქუჩაში გავდივარ, უსაზღვრო სითბოს ვგრძნობ, ვგრძნობ, როგორ ვუყვარვარ ადამიანებს და ვხვდები, რომ ამაზე კარგი და სასიამოვნო ჩემს ცხოვრებაში არაფერია. თუ არა ხალხის ეს ბედნიერი და ღიმილიანი სახეები...

დიდი მადლობა ყველას! მე დღეს ძალიან ბედნიერი ვარ! მინდა, რომ მრავალი სიხარული მოგანიჭოთ, ჩემს ძვირფას, ქართველ ხალხს! მიყვარხართ უზომოდ მთელი გულით"
, - წერს ბექაური პოსტში.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით