ბექაურს ოპერაცია ესაჭიროება - სამწუხარო ინფორმაცია ქომაგებისთვის

24-10-2021, 13:09

როგორც მოგეხსენებათ, 5-7 ნოემბერს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ძიუდოს გრანდ სლემი გაიმართება, სადაც ბუნებრივია, მონაწილეობას ქართველი სპორტსმენებიც მიიღებენ.

მას შემდეგ, რაც ჩვენებურთა ნაკრებს 5 ძიუდოისტი (ლუხუმ ჩხვიმიანი, ლაშა შავდათუაშვილი, გურამ თუშიშვილი, მარიამ ჯანაშვილი, მზია ბებოშვილიგამოაკლდა, თითქოს, საბოლოო სია ფორმულირებული იყო, თუმცა დანაკლისმა თავი ისევ იჩინა.

როგორც ირკვევა, გრანდ სლემზე მონაწილეობას ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი ლაშა ბექაური ვეღარ მიიღებს, რადგან მას ოპერაცია ესაჭიროება.

ლელოს ინფორმაციით, ლაშას ოპერაციის დღე უკვე ჩანიშნულია. მას არა მხრის ტრავმა, რომელიც ოლიმპიადაზე აწუხებდა, არამედ თიაქარის პრობლემა აქვს. დიდი ალბათობით, ტურნირზე ბექაურს ლუკა მაისურაძე შეცვლის.

ამჟამად, 10-კაციანი სია ასე გამოიყურება:

  • 60 კგ - ჯაბა პაპინაშვილი
  • 66 კგ - ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი;
  • 73 კგ - ჯუმბერ მელაძე
  • 81 კგ - გიორგი შერაზადიშვილი, თორნიკე ფოლადაშვილი
  • 90 კგ - ბექა ღვინიაშვილი
  • 100 კგ - ონისე სანებლიძე, მიხეილ ჯაფარიძე

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით