პიკე: "ამ შემთხვევაში კარიერას დავასრულებ"

24-10-2021, 13:57

კატალონიის "ბარსელონას" გამოცდილმა მცველმა, ხერარდ პიკემ,  El Pais-თან საუბრისას საინტერესო კომენტარი გააკეთა.

პიკეს თქმით, ის კარიერის სათადარიგო სკამზე დასრულებას არ გეგმავს:

"როცა მივხვდები, რომ მაღალ დონეზე თამაში აღარ შემეძლება და სათადარიგო სკამზე გადამსვამენ, ბუცებს ლურსმანზე ჩამოვკიდებ. კარიერის სათადარიგო სკამზე დასრულებას ნამდვილად არ ვგეგმავ, ამას არ დავთანხმდები." - განაცხადა პიკემ.

ამჟამად, პიკე 34 წლისაა, ხოლო "ბლაუგრანასთან" ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულში ეწურება.


კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით