შევა თუ არა საქართველო 6 ერში - ინგლისური გამოცემის აზრი

23-11-2021, 14:51

ბრიტანულმა გამოცემამ, CITYA.M.-მა რაგბის გლობალური განვითარების პერსპექტივებს სტატია მიუძღვნა და მაგალითად საქართველოს ეროვნული ნაკრები მოჰყავს, რომელიც დიდი ხანია პრესტიჟულ ტურნირებში ჩართვას ითხოვს, თუმცა ამისთვის ჯერ კიდევ ვერ მიუღწევია.

გამოცემის აზრით, "ბორჯღალოსნებს" მსოფლიო რაგბიში მნიშვნელოვანი ადგილის დაკავება გაუჭირდებათ, რადგან საამისოდ ფინანსური შესაძლებლობა არ აქვთ.

ბრიტანული გამოცემა CITYA.M. რაგბის გლობალური განვითარების პერსპექტივებზე წერს და მაგალითად საქართველოს ეროვნული ნაკრებიც მოჰყავს, რომელიც დიდი ხანია პრესტიჟულ ტურნირებში (პირველ რიგში, 6 ერში) ჩართვას ითხოვს, თუმცა, მიზნისთვის ვერ მიუღწევია. ბრიტანალების აზრით, ფინანსური საკითხებიდან გამომდინარე, ბორჯღალოსნებს მსოფლიო რაგბიში მნიშვნელოვანი ადგილის დაკავება გაუჭირდებათ.

"რაგბის სამყაროსთვის საკმაოდ რთული 2020 წლის შემდეგ საუბრები დაიწყო ორი "ჯორჯიის" შესახებ, რომლებიც ერთმანეთისგან 6 000-ზე მეტი მილით არიან დაშორებული. გასული წლის თებერვალში ამერიკის სამხრეთ შტატში, აშშ-ის მთავარი სარაგბო ლიგის ახალმა ფრენჩაიზმა, ატლანტაში დაფუძნებულმა რაგბი ATL-მ მისთვის სადებიუტო სეზონში 5 მატჩი ჩაატარა, რის შემდეგაც ლოკდაუნი დაიწყო. პოსტ-საბჭოთა სახელმწიფოს ეროვნულმა გუნდმა შემოდგომის ერთა თასზე 6 ერის გუნდებთან და ფიჯისთან ითამაშა, მაგრამ როცა საქმე რაგბის მომავალს ეხება, თქვენი აზრით, მდიდარი კომპანიების ფანტაზიებში რომელი "ჯორჯია" ტრიალებს"

ერთი მხრივ, აშშ-ში მთავარი სარაგბო ლიგის გაფართოება ამ სპორტის განვითარების წინაპირობაა, თანაც იმის გათვალისწინებით, რომ ცოტა ხნის წინ აშშ-ის ნაკრებისა და "ოლ ბლექსის" შეხვედრას ვაშინგტონში 40 000 გულშეამტკივარი დაეწსრო. 

მეორე მხრივ, არის საქართველო, რომელიც ტალახიან ორმოშია ჩავარდნილი. მიუხედავად იმისა, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო 10 გათამაშებიდან მათ 9 მოიგეს და კონტინტენტზე 6 ერის მიღმა მყოფ ნაკრებებზე მათი დომინაცია შესამჩნევზე დიდია, 6 ერიდან მოწვევა არ მიუღიაღ. არ განიხილება იტალიასთან საპლეიოფო მატჩი, არა და, აპენინელები რეიტინგში საქართველოს 2 პოზიციით ჩამორჩებიან. ისე არ გაგვიგოთ, თითქოს მხოლოდ საქართველოს ბედი გვანაღვლებდეს, საუბარი თამაშის მომავლის სხვადასხვა ხედვაზე გვაქვს", - წერს ინგლისური გამოცემა.

როგორც ჩანს, საქართველოს სარაგბო ნაკრებისა და ექვსი ერის ურთიერთობა საკმაოდ დამძიმდა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

დაგვიმეგობრდით